Accentnews.ge
სურგულაძე საქარველოში ეპიდვითარების კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებს

სურგულაძე საქარველოში ეპიდვითარების კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებს

10/01/2022 08:10:20 საზოგადოება

ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი, "ლელო საქართველოსთვის" წევრი ვატო სურგულაძე საქარველოში ეპიდვითარების კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებს კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ ფართო გავრცელების ფონზე.

„სიტუაცია კიდევ გართულდება! დაავადებულების რაოდენობა გაიზრდება! დაახლოებით, ერთ კვირაში, 10 დღეში გვეყოლება შეიძლება, დღეში 10 000–იც (არ მინდა, ასე მოხდეს, მაგრამ მოხდება), ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვს არაფერს აკეთებს და დღეს ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის ძალიან სასაცილო განცხადება მოვისმინე, რომელიც მოსახლეობას ურჩევს, რომ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიიღონ. ვინ აწყობს ამ მასობრივ ღონისძიებებს, ამ უაზრო კონცერტებს, რომელიც არავის სჭირდება, რეალურად იმდენად რთული სიტუაციაა?! ვინ დახარჯა 5 მილიონი ლარი დადიანების სასახლეში მეჯლისზე? ამ თანხით ავცრიდით – მთელს სამეგრელოში გავაკეთებდით ვაქცინაციის ღონისძიებებს!“,– განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ინფორმაციისთვის: 10 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში "ომიკრონის" 900–მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა აღიცხული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S