Accentnews.ge
ისრაელის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ პანდემიის მიმდინარე ტალღის დროს ქვეყანაში მოსახლეობის 40% დაინფიცირდეს

ისრაელის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ პანდემიის მიმდინარე ტალღის დროს ქვეყანაში მოსახლეობის 40% დაინფიცირდეს

10/01/2022 08:13:54 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ–მინისტრი ნაფტალი ბენეტი არ გამორიცხავს, რომ პანდემიის მიმდინარე ტალღის დროს ქვეყანაში მოსახლეობის 40% დაინფიცირდეს.

მან კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი", ქარიშხალს შეადარა, რომელიც მთელ მსოფლიოს წალეკვით ემუქრება.

"მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია მიუთითებს, რომ აქ, ისრაელში, ამ მიმდინარე ტალღის დროს 2–დან 4 მილიონამდე მოქალაქე იქნება ინფიცირებული", – განაცხადა პრემიერმა.

მან მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და აცრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ომიკრონის" გავრცელების გამო ბოლო პერიოდში ისრაელში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. 9.5–მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია, მათგან 4 მილიონზე მეტს ვაქცინის მესამე დოზაც აქვს გაკეთებული. ამჟამად მოსახელობის გარკვეული ნაწილის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–4 დოზით აცრა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S