
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
10/01/2022 06:50:27 საზოგადოება
ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ორ რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა,
- აჭარა – 336,
- იმერეთი – 218,
- ქვემო ქართლი – 80,
- შიდა ქართლი – 65,
- გურია – 77,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126,
- კახეთი -63,
- მცხეთა-მთიანეთი -26,
- სამცხე-ჯავახეთი -34,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 363, საიდანაც – 4 409 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 919 აჭარაში – 595, იმერეთში – 761.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 133, იმერეთში – 263. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 42, იმერეთში – 25. 1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 – თბილისში, 402 – აჭარაში. 29 260 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 134 ადამიანი.