Accentnews.ge
საქართველოს კოვიდ–ინფიცირების დღიური სტატისტიკა მატების ტენდენციას დაუბრუნდა

საქართველოს კოვიდ–ინფიცირების დღიური სტატისტიკა მატების ტენდენციას დაუბრუნდა

10/01/2022 06:47:04 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 085 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 745 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 240, „პისიარ“ ტესტით – 10 505.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,47%, ბოლო 14 დღის – 7,76%, ბოლო 7 დღის – 9,57%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 962 827 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 913 528 გამოჯანმრთელდა, 14 218 გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 553 749 აცრა, დღიურად აცრილია 1 899.

კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 409 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 694 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S