Accentnews.ge
"ჯარისკაცები ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მიიღოს ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ პროტესტის რადიკალურ ფორმას"

"ჯარისკაცები ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მიიღოს ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ პროტესტის რადიკალურ ფორმას"

10/01/2022 06:15:10 საზოგადოება

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ყოფილი სამხედროები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც წარსულში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ოკუპანტების ტყვეობიდან დაუყოვნებლივ არ დაიხსნის, აქციის მონაწილეები ავტობანს გადაკეტავენ.

"ის წამების მსხვერპლი იყო და არ გამოვრიცხავთ, რომ ვინაიდან ინფორმაცია არ ვრცელდება, ლიკვიდირებულიც იყოს. ჩვენ, ჯარისკაცები ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მიიღოს ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტობანს გადავკეტავთ და მივიღებთ პროტესტის რადიკალურ ფორმას",– განაცხადა ბესიკ ქათამაძემ.

ჩხიკვაძის კოლეგები ასევე მოითხოვენ, იმის დასტურად, რომ ახალგაზრდა კაცი არაა წამების მსხვერპლი, კადრები აჩვენონ.

პროტესტს შეუერთდებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც.

ჩხიკვაძის გატაცებიდან ერთი თვე გავიდა. ჩხიკვაძის თანამებრძოლების ინფორმაციით, ის ცხინვალის ციხეში აწამეს. ჩხიკვაძის გარდა ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S