
"ომიკრონის" გავრცელების გამო კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში"
09/01/2022 12:52:12 საზოგადოება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის საბჭოს წევრი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ "ომიკრონის" გავრცელების გამო კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში.
"შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ფაქტობრივად რესურსი არ გვაქვს – ნიღბის ტარება ვერ გახდა ჩვენი ცხოვრების წესი და ვერ ვიყენებთ ამ ეფექტურ შესაძლებლობას; "ბუსტერ" დოზები, იმ ადამიანებში, რომლებსაც 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ასევე ვერ გახდა ის აუცილებლობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან და იანვრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ამიტომ, პრაქტიკულად ვერაფერი ვერ გააჩერებს "ომიკრონს", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
- ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 842 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 777 პირი.
- ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში "ომიკრონით" ინფიცირების 600 შემთხვევაა დადასტურებული.