Accentnews.ge
"დღეს დადასტურებული შემთხვევების 10% "ომიკრონია"

"დღეს დადასტურებული შემთხვევების 10% "ომიკრონია"

09/01/2022 11:43:11 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში "ომიკრონის" შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მისი თქმით, ამჟამად რამდენიმე ასეულ შემთხვევას იკვლევენ.

"რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში, ანუ დიდი ალბათობით, "ომიკრონის" შემთხვევები მოიმატებს დღეს და ხვალ. საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის "ომიკრონი". იმატებს 18 წლამდე ბავშთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა. ჯერ–ჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება დატვირთვა ლაბორატორიულ და ამბოლატორიულ სექტორზე. "ომიკრონის" 600 შემთხვევიდან ჰოსპიტალში სულ 8 ადამიანი მოხვდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 842 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 777 პირი.
  • ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში "ომიკრონით" ინფიცირების 600 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S