Accentnews.ge
ყაზახეთის ხელისუფლება ქვეყანაში არეულობის დროს 164 ადამიანის დაღუპვის თაობაზე იუწყება

ყაზახეთის ხელისუფლება ქვეყანაში არეულობის დროს 164 ადამიანის დაღუპვის თაობაზე იუწყება

09/01/2022 15:28:19 მსოფლიო

ყაზახეთის ხელისუფლება ქვეყანაში არეულობის დროს 164 ადამიანის დაღუპვის თაობაზე იუწყება. შესაბამისი სტატისტიკა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყებას არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა ეს დაღუპულთა საერთო რაოდენობა.

  • მანამდე შსს–ში განაცხადეს, რომ 16 სამართალდამცველი.
  • რაც შეეხება დემონსტრანტებს, გარდაცვლილი მომიტინგეების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი – 103 დაიღუპა ალმათიში - ქალაქში, რომელიც არეულობების ცენტრი იყო. მსხვერპლის შესახებ იუწყებიან კიზილოროდინსკის, ჟამბილისა და ალმათის ოლქებშიც. უკანასკნელი დღეების განმავლობაში სამედიცინო დახმარება 2 ათასზე მეტ დაზარალებულს დასჭირდა.

10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ცნობისთვის: ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მოგვიანებით ფართო მასშტაბის არეულობაში გადაიზარდა. პრეზიდენტმა თოყაევმა ვითარების გასაკონტრლებლად დახმარება სთხოვა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის წევრებმაც ყაზახეთში ჯარები გაგზავნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S