Accentnews.ge
მედია – აშშ მზადაა, რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს სარაკეტო სისტემებზე და სამხედრო წვრთნებზე

მედია – აშშ მზადაა, რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს სარაკეტო სისტემებზე და სამხედრო წვრთნებზე

09/01/2022 08:14:21 მსოფლიო

აშშ მზადაა, რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს სარაკეტო სისტემებზე და სამხედრო წვრთნებზე, –იუწყება AFP თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, თუკი სარაკეტო სისტემებისა და სამხედრო სწავლებების შესახებ მოლაპარაკებები ორივე მხარის ვალდებულებებსაც მოიცავს.

"რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეშინია გარე მუქარის, რომელიც შეიძლება, შეუქმნან მას სარაკეტო სისტემებმა, თუკი ისინი უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდება. აშშ-ს არ აქვს ასეთი მიზნები. ეს არის ერთ–ერთი სფერო, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, თუ თავის მხრივ, რუსეთიც აიღებს ვალდებულებებს.

გარდა ამისა, მოსკოვმა გამოხატა ინტერესი, განვიხილოთ სამომავლოდ ევროპაში გარკვეული სარაკეტო სისტემების განლაგების საკითხი, რომელსაც "საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების" ხელშეკრულება გულისხმობს და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი განხილვისთვის.

და ბოლოს ვაშინგტონი მზადაა, განიხილოს საპასუხო შეზღუდვების შესაძლებლობა სამხედრო წვრთნების ზომასა და მოცულობაზე, რომელსაც ატარებენს როგორც რუსეთი, ასევე აშშ და ნატო", – განუცხადა თეთრი სახლის ოფიციალურ პირმა გამოცემას.

მისი თქმით, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები შეიძლება უკვე კვირას დაიწყოს ჟენევაში, რათა განიმუხტოს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა.

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, 13 იანვარს კი – ეუთო–ს სხდომა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S