Accentnews.ge
ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: "მიმდინარეობს დასახლებული პუნქტების "გაწმენდა", დაკავებულია ბევრი უცხოელი"

ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: "მიმდინარეობს დასახლებული პუნქტების "გაწმენდა", დაკავებულია ბევრი უცხოელი"

09/01/2022 07:35:57 მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სპეცოპერაცია გრძელდება.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს დასახლებული პუნქტების "გაწმენდა", დაკავებულთა შორის უცხოელთა მნიშვნელოვანი რაოდენობაა. ვითარება ქვეყნის ყველა რეგიონში სტაბილურია", – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შსს–ს ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 5 969 პირი, მათგან 134 ადამიანი "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი".

რაც შეეხება მსხვერპლს, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 16 სამართალდამცველი, რაც შეეხება დემონსტრანტებს, გარდაცვლილი მომიტინგეების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

შინაგან საქმეთა მინისტრ ერლან ტურგუმბაევის ინფორმაციით, 400-ზე მეტი მანქანა დაზიანდა და განადგურდა, მათგან 346 პოლიციის მანქანაა. ტურგუმბაევმა აღნიშნა, რომ გაძარცვულია 100-ზე მეტი დიდი სავაჭრო ობიექტი და ბანკი. წინასწარი მონაცემებით, ზარალი დაახლოებით 212 მილიონი დოლარია.

პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა ქვეყანაში მომხდარ არეულობაში "უცხოეთში გაწვრთნილი ტერორისტები" დაადანაშაულა. თუმცა ვის გულისხმობდა, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის: ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მოგვიანებით ფართო მასშტაბის არეულობაში გადაიზარდა. პრეზიდენტმა თოყაევმა ვითარების გასაკონტრლებლად დახმარება სთხოვა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის წევრებმაც ყაზახეთში ჯარები გაგზავნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S