
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
09/01/2022 07:10:47 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 842 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 777 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.17%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა,
- აჭარა - 474,
- იმერეთი - 437,
- ქვემო ქართლი - 108,
- შიდა ქართლი - 157,
- გურია - 141,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 179,
- კახეთი -146,
- მცხეთა-მთიანეთი -52,
- სამცხე-ჯავახეთი -48,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 218 საიდანაც:
4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 991, აჭარაში - 565, იმერეთში - 756.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში - 532, აჭარაში - 129, იმერეთში - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 42, იმერეთში - 27.1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 - თბილისში, 345 - აჭარაში.27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 8.სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 226 ადამიანი.