Accentnews.ge
პაკისტანში სიცივისგან მინიმუმ 21 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი დაიღუპა

პაკისტანში სიცივისგან მინიმუმ 21 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი დაიღუპა

08/01/2022 15:04:32 მსოფლიო

პაკისტანში სიცივისგან მინიმუმ 21 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისინი დიდთოვლობის გამო ღამით მთებში ჩარჩნენ ღია ცის ქვეშ, სამთო კურორტის მახლობლად.

ხელისუფლების ცნობით, დიდძალი თოვლისა და ყინვის გამო 7 იანვარს ღამით დიდი რაოდენობით ტურისტები ჩარჩნენ საავტომობილო ხერგილში მურიში, პენჯაბის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა შეიხ რაშიდ აჰმედმა 8 იანვარს განაცხადა, რომ მთაში დაახლოებით 1000 მანქანა არის ჩარჩენილი და ხელისუფლება მათ გამოყვანაზე ზრუნავს.

აჰმედის ინფორმაციით, ხალხი საკუთარ ავტომობილებში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ინციდენტი ნაწილობრივ გამოწვეულია უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ტურისტებით, რომლებიც ზამთრის საკურორტო ქალაქში მიემგზავრებოდნენ.

ხელისუფლებამ ტურისტების ადგილსამყოფლისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტა და მხოლოდ სურსათითა და საბნებით დატვირთულ მანქანებს ატარებს.

პენჯაბის პროვინციის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა. როგორც იტყობინებიან, მოსალოდნელია მეტი თოვლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S