
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
08/01/2022 07:16:36 საზოგადოება
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 622 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, გარდაიცვალა 28 ადამიანი.
- თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა,
- აჭარა – 343,
- იმერეთი – 179,
- ქვემო ქართლი – 84,
- შიდა ქართლი – 111,
- გურია – 48,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78,
- კახეთი -101,
- მცხეთა-მთიანეთი -48,
- სამცხე-ჯავახეთი -30,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 184 საიდანაც: 1 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 846 – თბილისში, 281 – აჭარაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – რვა. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 458 ადამიანი“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.