Accentnews.ge
"უახლესი ისტორიის გაკვეთილია, რომ როცა რუსები თქვენს სახლში მოვლენ, შემდეგ ძალიან რთულია, დაატოვებინო"

"უახლესი ისტორიის გაკვეთილია, რომ როცა რუსები თქვენს სახლში მოვლენ, შემდეგ ძალიან რთულია, დაატოვებინო"

08/01/2022 07:12:52 მსოფლიო

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ყაზახეთს შეუძლია, თავად გაუმკლავდეს პროტესტს, რუსეთის დახმარების გარეშე. ამის შესახებ BBC წერს.

ბლინკენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ განთავსდა რუსული ჯარი ყაზახეთის ტერიტორიაზე.

"უახლესი ისტორიის ერთი გაკვეთილია, რომ როცა რუსები ერთხელ მოვლენ თქვენს სახლში, შემდეგ ძალიან რთულია, დაატოვებინო", -განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რუსული ჯარები ყაზახეთის ტერიტორიაზე ყაზახეთის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე განლაგდნენ.

2 500 ჯარისკაცი ყაზახეთში უკვე ჩავიდა.

ჯარები ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ გაგზავნა. ორგანიზაციის მტკიცებით, ეს სამშვიდობო ძალებია, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად განთავსდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S