Accentnews.ge
ტაჯიკი და ყირგიზი სამხედროები ყაზახეთში რუსეთის თვითმფრინავებით ჩაიყვანეს

ტაჯიკი და ყირგიზი სამხედროები ყაზახეთში რუსეთის თვითმფრინავებით ჩაიყვანეს

07/01/2022 19:29:06 მსოფლიო

ტაჯიკი და ყირგიზი სამხედროები ყაზახეთში რუსეთის თვითმფრინავებით ჩაიყვანეს.

დღეს ყაზახეთში ყირგიზეთიდან 150, ხოლო ტაჯიკეთიდან 200 ჯარისკაცი ჩავიდა. სამხედროები ყაზახეთში რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩაიყვანეს.

დღესვე რუსეთიდან ყაზახეთში ჯარისკაცები სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად 12 სამხედრო თვითმფრინავით გაგზავნეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის" სამშვიდობოები სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს არ მიიღებენ.

უწყების განცხადებით ორგანიზაციის ამოცანაში მხოლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა შედის და ისინი ყაზახეთის ძალოვანი სტრუქტურების ოპერატიულ-საბრძოლო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყაზახეთში გაგზავნილი სამხედროების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს. "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის" გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა 6 იანვარს სააგენტო „რია-ნოვოსტისთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალების სამხედროთა საერთო რაოდენობა 2500-ია.

ცნობისთვის: ყაზახეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა უსაფრთხოების ძალებს უფლება მისცა, დემონსტრანტებს ცეცხლი „გაფრთხილების გარეშე" გაუხსნან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში მიდინარე სპეცოპერაციის დროს ამ დროისთვის 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 26 დემონსტრანტის ლიკვიდაცია მოხდა, 18 კი დაშავდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 13 სამართალდამცველი, რაც შეეხება დემონსტრანტებს, გარდაცვლილი მომიტინგეების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით 5 იანვარს მიმართა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.

ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 4 იანვარს პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S