Accentnews.ge
"ყაზახეთში ძალადობა უნდა შეწყდეს, ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტის უფლება დაცული უნდა იყოს"

"ყაზახეთში ძალადობა უნდა შეწყდეს, ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტის უფლება დაცული უნდა იყოს"

07/01/2022 17:44:03 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ყაზახეთში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია.

"მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალს ყაზახეთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჩემი მთავარი გზავნილია, რომ ძალადობა უნდა შეჩერდეს. ვხედავთ, რომ ხალხი იღუპება. ადამიანის უფლებები, რომელიც ასევე ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, დაცული უნდა იყოს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: ყაზახეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა უსაფრთხოების ძალებს უფლება მისცა, დემონსტრანტებს ცეცხლი „გაფრთხილების გარეშე" გაუხსნან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში მიდინარე სპეცოპერაციის დროს ამ დროისთვის 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 26 დემონსტრანტის ლიკვიდაცია მოხდა, 18 კი დაშავდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 13 სამართალდამცველი, რაც შეეხება დემონსტრანტებს, გარდაცვლილი მომიტინგეების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით 5 იანვარს მიმართა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყაზახეთში გაგზავნილი სამხედროების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს. "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის" გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა 6 იანვარს სააგენტო „რია-ნოვოსტისთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალების სამხედროთა საერთო რაოდენობა 2500-ია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთი ყაზახეთში გზავნის 150 სამხედროს, ხოლო ტაჯიკეთი – 200-ს. 6 იანვარს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყაზახეთში გაგზავნა საჰაერო-სადესანტო ძალების ასეული. მანამდე სომხური მედია იუწყებოდა, რომ ერევანი ყაზახეთში მიავლენს 70 სამხედროს. შესაბამისად, ყაზახეთში „კოლექტიური სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია სწორედ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებით.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.

ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 4 იანვარს პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S