Accentnews.ge
რუსმა სამხედროებმა ალმათის აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს

რუსმა სამხედროებმა ალმათის აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს

07/01/2022 11:25:46 მსოფლიო

რუსმა სამხედროებმა ყაზახეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ალმათის აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით იტყობინება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალმატაში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულო და სხვა ობიექტები დაცვის ქვეშაა.

კონაშენკოვი ირწმუნება, რომ ОДКБ–ს სამხედროები ყაზახეთის სამართალდამცავ უწყებებთან ერთად ქვეყანაში წესრიგს იცავენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პარლამენტებმა ОДКБ–სმისიის ფარგლებში ყაზახეთში სამხედროების გაგზავნა დაამტკიცეს. სამხედრო ბლოკმა ქვეყნის პრეზიდენტის ყაზახეთში სამხედრო ნაწილების გაგზავნა მალევე – 6 იანვარს დაიწყო.

ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 4 იანვარს პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S