
მთავრობამ 7 და 8 იანვარს ღამის კლუბებში ღონისძიებების ჩატარება დაუშვა
07/01/2022 09:43:27 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 7 და 8 იანვარს ღამის კლუბებში ღონისძიებების ჩატარება ნებადართული იქნება. მ
თავრობის დადგენილება 6 იანვრით არის დათარიღებული.
"2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე [...] შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე", - წერია დადგენილებაში.
ამ ახალი დადგენილებით, დროებითი ცვლილება შევიდა სამ მუხლში, რომელიც ღონისძიებების გამართვის, თავშეყრისა და ეკონომიკური საქმიანობის წესებს არეგულირებს კორონავირუსის პირობებში.