Accentnews.ge
"აშშ–ს კითხვები აქვს ყაზახეთთან ქვეყანაში ОДКБ-ს ჯარების განთავსებაზე იმ ვითარებაში, როცა ყაზახეთს თავად აქვს კარგი სამხედრო რესურსები"

"აშშ–ს კითხვები აქვს ყაზახეთთან ქვეყანაში ОДКБ-ს ჯარების განთავსებაზე იმ ვითარებაში, როცა ყაზახეთს თავად აქვს კარგი სამხედრო რესურსები"

07/01/2022 08:14:19 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ–ს კითხვები აქვს ყაზახეთთან, თუ რატომ არიან უცხო ქვეყნის ჯარები ყაზახეთის მიწაზე, როდესაც ყაზახეთს თავად აქვს კარგი საკუთარი სამხედრო რესურსები.

"ჩვენ გვაქვს შეკითხვები "კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის" (ОДКБ) ჯარების განთავსებაზე ყაზახეთში იმ ვითარებაში, როდესაც ყაზახეთს, ყაზახეთის მთავრობას აქვს რესურსები, საკუთარი რესურსები და მთავრობას თავად აქვს კარგი სამხედრო დაცვა. პირველ რიგში, მოვითხოვთ ყაზახეთმა უპასუხოს ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ ყაზახეთის მთავრობას ვუთმობთ ასპარეზს ილაპარაკონ თუ რა მიზეზით, რა ლოგიკური დასაბუთებით ახსნიან, უცხოელი ჯარების განთავსებას თავიანთ მიწაზე. როგორც უკვე განნვაცხადე ჩვენ ყურადღებით დაკავირდებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და დავაკვირდებით უცხო ჯარების ნებისმიერ ძალისხმევას და მოქმედებას ყაზახეთში", – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის: ყაზახეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი სამხედრო ალიანსის ჯარისკაცები ყაზახეთისკენ მიემართებიან, რათა პროტესტი ჩაახშონ. ყაზახეთში უკვე ჩავიდნენ რუსი და ბელარუსი სამხედროები.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით 5 იანვარს მიმართა.

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.

ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 4 იანვარს პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S