
საქართველოში 1 დღეში „ომიკრონით“ ინფიცირების 265 შემთხვევა გამოვლინდა
07/01/2022 08:00:23 საზოგადოება
საქართველოში 1 დღეში „ომიკრონით“ ინფიცირების 265 შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 600 შემთხვევაა დადასტურებული.
საქართველოში "ომიკრონის" შტამი პირველად 20 დეკემბერს დაფიქსირდა.
"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, კორონავირუსის დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა წინასწარი მონაცემებით, მას შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.