
კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური ნამატი 4 000–ს აჭარბებს
07/01/2022 06:55:08 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 46 პაციენტი. ჯამში ქვეყანაში ვირუსს 14 128 ადამიანი ემსხვერპლა.
გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 ადამიანი.
ქვეყანაში ჩატარდა 45 006 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 832, „პისიარ“ ტესტით – 18 174.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9.41%, ბოლო 14 დღის – 6.61%, ბოლო შვიდი დღის – 8.17%.
6 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 105 პაციენტი, გარდაიცვალა 41.