Accentnews.ge
უკრაინა, ბრიტანეთი, კანადა და შვედეთი ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებას გეგმავენ

უკრაინა, ბრიტანეთი, კანადა და შვედეთი ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებას გეგმავენ

06/01/2022 21:36:44 მსოფლიო

უკრაინა და სხვა დაზარელებული ქვეყნები წყვეტენ ირანთან ორწლიან მოლაპარაკებებს ზარალის ანაზღაურების თაობაზე. საუბარია ირანის სამხედრო ძალების მიერ 2020 წლის იანვარში შეცდომით უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე.

კიევი შეუერთდა ბრიტანეთის, კანადის და შვედეთის მთავრობებს და განაცხადა, რომ მათი შესაბამისი საკოორდინაციო ჯგუფი "ახლა ყურადღებას მიაპყრობს შემდგომ მოქმედებებს ამ საკითხის გადასაწყვეტად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად".

მანამდე მათ ირანს სამი კვირა მისცეს, უკან წაეღო უარი ზარალის ანაზღაურებაზე:

"ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენი ყველანაირი ძალისხმევის და მრავალი მცდელობის მიუხედავად, მოლაპარაკებების საშუალებით გადაგვეწყვიტა ეს საკითხი, საკოორდინაციო საბჭომ დაადგინა, რომ ირანთან მოლაპარაკების შემდგომი მცდელობები ... ფუჭია", -ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

მათ არ დაუზუსტებიათ, რა ზომებს მიმართავენ საჩივრების განხილვის საქმეში.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების PS752 რეისის ირანში აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ტრაგედიას 176 ადამიანი ემსხვერპლა.

კატასტროფის შემდეგ ირანი რამდენიმე დღის განმავლობაში თავს არიდებდა ცხად პასუხს, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ანტისაჰაერო თავდაცვამ შემთხვევით ჩამოაგდო Boeing 737 ტექნიკური და ადამიანური შეცდომის გამო. ინციდენტი მოხდა თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მაღალი დაძაბულობის ფონზე.

130 მგზავრზე მეტს კავშირი ჰქონდა კანადასთან. ასევე, დაიღუპნენ ავღანეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები.

კანადამ ივნისში განაცხადა, რომ ვერ ნახა ვერანაირი მტკიცებულება თვითმფრინავის წინასწარი განზრახვით ჩამოგდების შესახებ.

მაისში Human Rights Watch-მა ირანის უშიშროების სამსახურები დაადანაშაულა მსხვერპლთა ოჯახების მიმართ შეურაცხყოფასა და სასტიკ ქცევაში მათი "სამართლიანობის ყოველგვარი იმედის გათელვის" მიზნით. კანადის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასულ კვირას ექვსი მსხვერპლის ოჯახს 84 მილიონი დოლარი და პროცენტები გამოეყოთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S