
მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
06/01/2022 20:21:47 საზოგადოება
თბილისის მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეები მეტროთი უფასოდ გადაადგილებას ღამის 00:00-საათიდან ღამის 03:00 საათამდე შეძლებენ.