Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

ენტონი ბლინკენი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

06/01/2022 16:48:06 მსოფლიო

ყაზახეთში არსებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტილეუბერდის ტელეფონით ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა ყაზახეთის კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და მედიის თავისუფლებისადმი. მან ასევე მხარი დაუჭირა კრიზისის მშვიდობიან, უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ დარეგულირებას.

ენტონი ბლინკენმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ასევე დააყენა ევროპაში სტაბილურობის ხელშეწყობის პრიორიტეტის საკითხი, მათ შორის რუსეთის აგრესიის საპასუხოდ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S