მედია: ალმათში დაძაბულობამ მკვეთრად იმატა უცხო ქვეყნების სამხედროების გამოჩენის შემდეგ
06/01/2022 16:45:08 მსოფლიო
ყაზახეთის უდიდეს ქალაქში – ალმათში დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ადგილზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ოგანიზაციის ეგიდით რუსი სამხედროები გამოჩნდნენ.
ჟურნალისტები იუწყებიან, რომ გრძელდება შეტაკებები და სროლა: უშიშროების ძალები, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებიდან, ცეცხლს უშენდნენ დემონსტრანტებს რესპუბლიკის მოედანზე.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები ყაზახეთში მას მერე იქნა გადასროლილი, რაც თხევადი აირის ფასების ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.
6 იანვარს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლიციამ მოკლა „ათეულობით“ და დააკავა ორი ათასი დემონსტრანტი გასული დღის განმავლობაში სასტიკი შეტაკებების დროს.
პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა „ვითარების სტაბილიზების მიზნით“ მიმართა სამხედრო ალიანსს, რომელსაც რუსეთი მეთაურობს.
ქალაქში გართულებულია კომუნიკაცია, რადგან მთავრობამ გამორთო ინტერნეტი და კავშირის სხვა საშუალებები.
იხილეთ ასევე: რუსული ჩექმა ყაზახეთში და ქაოსი ქალაქებში – რას შეცვლის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები


