Accentnews.ge
ბრაზილიის პრეზიდენტი: "ამაზონის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის"

ბრაზილიის პრეზიდენტი: "ამაზონის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის"

23/08/2019 06:32:07 სხვა, მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის. 

”ამაზონი უფრო დიდია, ვიდრე ევროპა.  ჩვენ ხანძრის ჩასაქრობად საკმარისი რესურსი არ გვაქვს", – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. 

შეგახსენებთ, რომ ბოლსონარუს ამაზონის ჯუნგლებში ცეცხლის გაჩენაში  არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა, რომლებსაც მან მთავრობაში მოსვლის შემდეგ დაფინანსება შეუმცირა. მისი თქმით, არასამთავრობოებს მისი მთავრობისათვის ძირის გამოთხრა სურთ.

ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოს და NASA-ს მიერ გადაღებული სატელიტური სურათების მიხედვით მხოლოდ უკანასკნელი კვირის მანძილზე ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S