Accentnews.ge
საქართველოში „ომიკრონმა“ "დელტა“ 17 დღეში 5,2%–ით ჩაანაცვლა

საქართველოში „ომიკრონმა“ "დელტა“ 17 დღეში 5,2%–ით ჩაანაცვლა

06/01/2022 15:49:11 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სადღეისოდ „ომიკრონის“ შტამმა საქართველოში „დელტა“, რომელიც ცირკულირებდა ქვეყანაში, 5,2%–ით აქვს ჩანაცვლებული.

მისივე ცნობით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 423 შემხვევა ფიქსირდება.

„250–მდე შემთხვევა დეტალურადაა გაანალიზებული და აქედან 18–წლამდე მოზარდი და ბავში 23–ია. ამ 250 შემთხვევიდან ჰოსპიტალში მხოლოდ ხუთი მოხვდა. მათგან სამი არა კოვიდის დამძიმების, არამედ სხვა მიზეზით“,– განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ცნობით, „ომიკრონის“ შემთხვევაში „დელტასთან“ შედარებით ვილურენტობა ნაკლებია, მაგრამ აქვს ძალიან სწრაფი გავრცელების და რეინფიცირების უნარი.

„ბუსტერი იცავს სერიოზულად“,– დასძინა გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ომიკრონის“ პირველი შემხვევები გასული წლის ბოლოს – 20 დეკემბერს გამოვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ქვეყანაში ახალმა შტამის შიდა გავრცელება დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S