პოროშენკოს ქონება და აქტივები დაუყადაღეს
06/01/2022 14:21:56 მსოფლიო
კიევის პეჩერსკის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ქვეყნის ექსპრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა,– იუწყება უკრაინული მედია პეტრო პოროშენკოს ადვოკატზე იგორ გოლოვანზე დაყრდნობით.
ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
უკრაინის ყოფილ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით მიმდინარეობს.
პეტრო პოროშენკო უკრაინაში არ იმყოფება. მან სოციალურ ქსელ „ფეისუქზე“ განაცხადა, რომ ქვეყანაში 17 იანვარს დაბრუნდება და სასამართლოზე მივა.


