Accentnews.ge
ყაზახური მედიის ცნობით, 2 სამხედროს თავი მოჰკვეთეს

ყაზახური მედიის ცნობით, 2 სამხედროს თავი მოჰკვეთეს

06/01/2022 12:48:06 მსოფლიო

როგორც გამოცემა Aljazeera წერს, ყაზახეთში დაპირისპირების შედეგად, დაღუპულია ათეულობით ადამიანი, მათ შორის 13 სამხედრო, რომელთაგან ორს, ყახაზური მედიის ინფორმაციით, თავი მოჰკვეთეს.

ყაზახეთის ტელევიზიის თანახმად, ორი თავმოკვეთილი სამხედრო, სისხლის გუბეში იპოვეს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა უცხოეთში გამოწვრთნილი "ტერორისტული ჯგუფები" დაადანაშაულა მიმდინარე მოვლენებში, მაგრამ არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია მოუტანია ყაზახეთში არეულობასთან უცხოეთის კავშირის შესახებ.

პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ათეულობით „ექსტრემისტი“ იქნა „ლიკვიდირებული“ ქალაქში, როცა ისინი ადგილობრივი პოლიციის და მთავრობის შენობების „აღებას აპირებდნენ.“ არსებული ცნობებით, მოკლულია 353 ადამიანი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელსაც რუსეთი მეთაურობს, განაცხადა, რომ ყაზახეთში გადაისროლეს რუსეთის სადესანტო ჯარების ნაწილები ყაზახეთის მთავრობის თხოვნით, რათა მოხდეს ვითარების „სტაბილიზება“ უპრეცედენტო მღელვარების ფონზე. ორგანიზაციამ განცხადება გააკეთა უკვე მას მერე, რაც ჯარები ალმათის, ყაზახეთის უდიდესი ქალაქის მთავარ მოედანზე განათავსეს.

ცნობისთვის: ყაზახეთში მეოთხე დღეა, მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც თან ახლავს დემონსტრანტთა შეტაკებები პოლიციასთან, სპეცდანიშნულების რაზმებთან და სამხედროებთან.

საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების ზრდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.

პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა. დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში. ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგმარეობაა გამოცხადებული.

ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით გუშინ მიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S