ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტს
06/01/2022 11:52:33 მსოფლიო
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირი ყაზახეთში უცხოური ჯარების შეყვანის პროცესს ყურადღებით აკვირდება.
"ძალადობა უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ეძებონ მშვიდობიანი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. რა თქმა უნდა, ევროკავშირი მზად არის და სურს მხარი დაუჭიროს დიალოგს ქვეყანაში", – ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინდელი სისხლიანი შეტაკების შემდეგ ყაზახეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი სამხედრო ალიანსის ჯარისკაცები ყაზახეთისკენ მიემართებიან, რათა პროტესტი ჩაახშონ.


