Accentnews.ge
საფრანგეთის პარლამენტმა Covid-ის ახალ კანონს მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა Covid-ის ახალ კანონს მხარი დაუჭირა

06/01/2022 10:21:21 მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა Covid-ის ახალ კანონს მხარი დაუჭირა. დოკუმენტს მხარი 214-მა დეპუტატმა დაუჭირა, 93 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 27-მა ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კანონს ძალაში შესვლამდე სენატისა და პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება.

კანონის დამტკიცების შემთხვევაში "მწვანე პასპორტი" მხოლოდ ვაქცინირებულებზე გავრცელდება.

სადღეისოდ ქვეყანაში მოქმედი ე.წ. მწვანე პასპორტი სრულად ვაქცინირებულებისა და "პისიარ" ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "ცხოვრების გართულებით" დაემუქრა იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც ​კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.

"რაც შეეხება არავაქცინირებულებს, ძალიან მინდა, მათ გაურთულდეთ ცხოვრება და ამის გაკეთებას გავაგრძლებეთ ბოლომდე. ეს არის სტრატეგია. დემოკრატიაში ყველაზე ცუდი მტერი ტყუილი და უგნურებაა. ჩვენ შეძლებისდაგვარად მოვახდენთ ზეწოლას არავაქცინირებულებზე, შევზრუდავთ მათ ხელმისაწვდომობას სოციალურ ცხოვრებაში. მე არ გავგზავნი არავაქცინირებულ ადამიანებს ციხეში. თუმცა მათ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან რესტორანში, თეატრში, კინოში წასვლას, ასევე კაფეში ყავის მირთმევას ვეღარ შეძლებენ", – განაცხადა მაკრონმა გაზეთ "Le Parisien"–თან ინტერვიუში.

დასავლური მედიის ცნობით, ენა, რომელიც მაკრონმა არავაქცინირებულებზე საუბრისას გამოიყენა, საფრანგეთში ჟარგონად ითვლება და აღნიშნულს ოპოზიციური პოლიტიკოსების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ფრანგი პოლიტიკოსების ნაწილმა მაკრონის საქციელს "უღირსი" უწოდა.

ცნობისთვის: საფრანგეთში "ომიკრონის" გავრცელების გამო კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S