იტალიაში 50 წელიწადს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
06/01/2022 10:17:30 მსოფლიო
იტალიაში 50 წელიწადს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.
რეგულაცია უკვე შევიდა ძალაში და 15 ივნისამდე იმოქმედებს.
იტალიის ხელისუფლებამ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო 2021 წლის ოქტომბერში გახადა. ამასთან, ყველა დასაქმებულს სამუშაო ადგილზე შესვლამდე ვაქცინაციის საბუთის ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენება უწევს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კოვიდ–ინფიცირების 6 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 138 000 ადამიანი ემსხვერპლა. "ომიკრონის" შტამის გავრცელების გამო ბოლო პერიოდში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების შემტხვევები მკვეთრად გაიზარდა.


