
ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოდან სამშობლოში დაბუნებას ვერ ახერხებენ
06/01/2022 08:29:23 საზოგადოება
ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისის განხორციელება შეფერხდა.
აეროპორტების გაერთიანებაში განაცხადეს, რომ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით ფრენა სავარაუდოდ, საქართველოს დროით 13:00 საათზე განხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, გუშინ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანიდან, განრიგის მიხედვით შესრულდა ფრენა ქუთაისის მიმართულებით, ხოლო თბილისის მიმართულებით ყველა რეისი გადაიდო.
მგზავრები ყაზახეთში გაფრენას ელოდებიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც: ყაზახეთის მოქალაქეები ქალაქ ატირაუში გაფრენას ვერ ახერხებენ. მათი რეისი რამდენჯერმე გადაიდო.
აეროპორტში შეყოვნებული მგზავრები ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ და ელოდებიან, როდის მოახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.
ქუთაისის აეროპორტიდან ატირაუს მიმართულებით ფრენა დილის 09:55 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა როგორც ცნობილია, ავიაკომპანია Air Astana ყაზახეთიდან გამოფრენას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავი ქუთაისში დღის 4 საათზე დაჯდება.
ყაზახეთში აერულობის გამო რამდენიმე რეისი გაუქმდა თბილისის აეროპორტიდან.
ცნობისთვის: საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით სულ სამი კომპანია დაფრინავს. ორი თბილისიდან – „ეარ ასტანა“ და „სკატი“. „ეარ ასტანა“ ასრულებს ალმაატის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, ხოლო „სკატი“ აქტაუს მიმართულებით. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო არეროპორტს, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაი არისტანი“ ასრულებს ფრენებს ნურ სულტანის, აქტაუსა და ატირაუს მიმართულებით.