Accentnews.ge
თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები პირველ შეხვედრას 14 იანვარს გამართავენ

თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები პირველ შეხვედრას 14 იანვარს გამართავენ

06/01/2022 08:22:59 მსოფლიო

თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებების პირველ რაუნდს 14 იანვარს მოსკოვში გამართავენ,– ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში 14 იანვარს გაიმართება“, – აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.

თავის მხრივ, აღნიშნული ცნობები დაადასტურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან უნანიანმა.

გასულ კვირას, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მხარეთა შორის დაგეგმილი პირველი შეხვედრა სავარაუდოდ სპეციალური საგზაო რუკის შექმნასა და ნდობის აღდგენის ღონისძიებებზე იქნება ფოკუსირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S