
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
06/01/2022 07:01:06 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ორ რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა,
- აჭარა – 460,
- იმერეთი – 325,
- ქვემო ქართლი – 175,
- შიდა ქართლი – 220,
- გურია – 141,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161,
- კახეთი -162,
- მცხეთა-მთიანეთი -61,
- სამცხე-ჯავახეთი -35,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 255, საიდანაც:
• 4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 034, აჭარაში – 510, იმერეთში – 735.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 120 პირი, მათ შორის, თბილისში – 553, აჭარაში – 124, იმერეთში – 277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში – 153, აჭარაში – 33, იმერეთში – 30.
• 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 628 – თბილისში, 269 – აჭარაში.
• 20 947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – შვიდი.
• 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 5 იანვრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 299 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 503 ადამიანი.