Accentnews.ge
ალმათის კომენდატურა აცხადებს, რომ ქალაქში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყო

ალმათის კომენდატურა აცხადებს, რომ ქალაქში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყო

06/01/2022 06:04:12 მსოფლიო

ქალაქ ალმათის კომენდატურის ცნობით, ყაზახეთის ხელისუფლება ქალაქში "ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებს წესრიგის აღდგენის მიზნით".

კომენდატურამ ყაზახეთის მოსახლეობას მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს.

ამასთან, პრეზიდენტმა დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, რომლის შემადგენლობაში შედიან რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი და როგორც ცნობილია, ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის.

ყაზახეთში მეოთხე დღეა, მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც თან ახლავს დემონსტრანტთა შეტაკებები პოლიციასთან, სპეცდანიშნულების რაზმებთან და სამხედროებთან.

საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების ზრდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.

პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა. დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში. ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგმარეობაა გამოცხადებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S