გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის კვლავ დარღვევას სერიოზული შედეგები მოჰყვება"
05/01/2022 19:28:26 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკის განცხადებით, თუ რუსეი უკრაინაში შეიჭრება, ამას მოსკოვისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ მან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ერთობლივად განვაცხადეთ, რომ რუსეთის ქმედებებსა და აქტივობებს თან ახლავს ფასი და რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის ხელახლა კვლავ დარღვევას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.
ამასთან, მან კონკრეტული პასუხი არ გასცა კითხვას, განხორციელდება თუ არა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის პროექტი რუსული ინტერვენციის შემთხვევაში.
მანამდე აღნიშნულ საკითხზე ბლინკენმა ისაუბრა და განაცხადა, რომ გაზის გადინება მილსადენში ნაკლებად სავარაუდოა, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება:
გარდა ამისა, ისაუბრა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის პროექტზე და აღნიშნა, რომ მილსადენი ჯერ არ შესულა ექსპლუატაციაში და თქვა, რომ გაზის გადინება ნაკლებად სავარაუდოა, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება:
”თუ რუსეთი განაახლებს აგრესიას უკრაინის მიმართ, რა თქმა უნდა, რთული იქნება მომავალში ვიხილოთ, რომ ამ მილსადენში გაზი გაივლის. ეს პროექტი რეალურად აძლევს ევროკავშირის ბერკეტს რუსეთზე და არა პირიქით".


