Accentnews.ge
"აშშ და გერმანია მიიჩნევენ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებები უდიდესი გამოწვევაა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის”

"აშშ და გერმანია მიიჩნევენ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებები უდიდესი გამოწვევაა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის”

05/01/2022 19:00:40 მსოფლიო

"აშშ და გერმანია მიიჩნევენ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებები უდიდესი გამოწვევაა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, დასავლეთის საპასუხო ნაბიჯები უმკაცრესი იქნება.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრას უკრაინის საზღვრებზე ისევე, როგორც რუსეთის მზარდ უხეშ რიტორიკას, რადგან ის აგრძელებს ყალბი ნარატივის გავრცელებას, რომ უკრაინა ცდილობს პროვოცირებას. ეს ცოტათი ჰგავს მელას, რომელიც ამბობს, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა საქათმეზე თავდასხმისა, რადგან რატომღაც ქათმები საფრთხეს უქმნიდნენ", – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. გარდა ამისა 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

"თუმცა მთავარი კითხვაა, რამდენად აქვს რუსეთს სერიოზული განწყობა დიპლომატიის მიმართ და ვითარების დეესკალაციასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო კვირების განმავლობაში", – დასძინა ბლინკენმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის პროექტზე.მან აღნიშნა, რომ მილსადენი ჯერ არ შესულა ექსპლუატაციაში და თქვა, რომ გაზის გადინება ნაკლებად სავარაუდოა, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება:

”თუ რუსეთი განაახლებს აგრესიას უკრაინის მიმართ, რა თქმა უნდა, რთული იქნება მომავალში ვიხილოთ, რომ ამ მილსადენში გაზი გაივლის. ეს პროექტი რეალურად აძლევს ევროკავშირის ბერკეტს რუსეთზე და არა პირიქით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S