Accentnews.ge
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა

05/01/2022 17:31:24 მსოფლიო

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ დედაქალაქში მოქმედებდა.

მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს. ქვეყნები ყაზახეთის მიმართულებით რეისებს აუქმებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი გაითიშა ინტერნეტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტმა მუშაობა აღადგინა.

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ევროკავშირი და მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

"ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებას მშვიდობიან შეკრებაზე და უსაფრთხოების სფეროში თავისი კანონიერი ინტერესების დაცვის დროს პროპორციული ძალა გამოიყენოს", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ყაზახეთში შექმნილ ვითარებაზე ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანრე ლუკაშენკო რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა.

მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.

ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოგვიანებით, მომიტინგეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S