Accentnews.ge
ბორელი: "უკრაინაში უსაფრთხოების გარეშე ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება"

ბორელი: "უკრაინაში უსაფრთხოების გარეშე ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება"

05/01/2022 16:19:40 მსოფლიო

კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მისი თქმით, "უკრაინაში უსაფრთხოების გარეშე ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება".

"უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას ექნება უმძიმესი შედეგები. ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აშშ-სთან და ნატო-სა და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ამ კონფლიქტის დეესკალაციისთვის. უკრაინაში უსაფრთხოების გარეშე ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება. ცხადია, რომ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განხილვა უნდა მოხდეს ევროკავშირთან და უკრაინასთან ერთად", – განაცხადა ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინას დღეს ეწვია. იგი იმყოფებოდა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე "საკონტაქტო ხაზთან".

ცოტა ხნის წინ ბორელმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ–აშშ–ს შორის 10 იანვრისთვის დაგეგმილ შეხვედრას ევროკავშირი უნდა ესწრებოდეს:

"ჩვენ არ გვსურს ვიყოთ მაყურებლები, რომლებიც პროცესში არ მონაწილეობენ და რომელთა მიღმაც იღებენ გადაწყვეტილებებს".

დასავლური მედიის ცნობით, აშშ-მა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეების და უკრაინის გარეშე რეგიონის უსაფრთხოების თაობაზე არც ერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S