Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 105 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 105 შემთხვევა გამოვლინდა

05/01/2022 14:55:35 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 105 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებიდან ირკვევა.

მისი თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 253 შემთხვევაა დადასტურებული.

"ლაბორატორიულად დადასტურებულია 253 შემთხვევა, თუმცა ამ შტამით ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი სამ-ოთხჯერ მეტია. 159 შემთხვევის ანალიზის თანახმად, რაც დილისთვის იყო დადასტურებული, ინფიცირებულთა შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი 16-ია. შემთხვევათა 17% რეინფიცირებაა, ინფიცირებულთა 67% სრულად ვაქცინირებულია, მათ შორის 8 პირს "ბუსტერ" დოზაც აქვს გაკეთებული", – აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, 159 დაავადებულის მდგომარეობა მსუბუქია და მათ შორის მხოლოდ 5 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. აქედან კლინიკებში 3 პაციენტის გადაყვანა მხოლოდ თანმხლები დაავადების გამო მოხდა.

გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ აიცრან და დაიცვან რეგულაციები, რათა ამით გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ქვეყანას და ირგვლივ მყოფ ადამიანებს:

„ძველით ახალი წლის პერიოდში, მოგეხსენებათ, ეს არის დასვენების, შეხვედრების პერიოდი, გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში და იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით, „ომიკრონით“. ამიტომ გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ანუ ჩვენ ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“.

  • 4 იანვრის მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 148 შემთხვევა იყო დადასტურებული.
  • საქართველოში "ომიკრონის" შტამი პირველად 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S