Accentnews.ge
"ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება"

"ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება"

05/01/2022 14:48:17 საზოგადოება

ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება, რომელიც, დიდი ალბათობით, გამოწვეულია „ომიკრონით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

იგი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ აიცრან და დაიცვან წესები და რეგულაციები, რათა ამით გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ქვეყანას და ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

„ძველით ახალი წლის პერიოდში, მოგეხსენებათ, ეს არის დასვენების, შეხვედრების პერიოდი, გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში და იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით, „ომიკრონით“. ამიტომ გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ანუ ჩვენ ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S