ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ხანძარია, ისმის სროლის ხმაც
05/01/2022 13:36:22 მსოფლიო
ალმათიში, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ხანძარია. მედიის ცნობით, რამდენჯერმე გაისმა სროლის ხმაც.
ამასთან, მედია იუწყება, რომ ალმათიში დემონსტრანტები ცდილობენ, შეიჭრან ტელეკომპანია „ყაზახეთის“ შენობაშიც, სადაც თანამშრომლები არიან ჩაკეტილი.
გარდა ამისა, იარაღის ერთ-ერთ მაღაზიაში აცხადებენ, რომ მომიტინგეები მათ შენობაშიც შეიჭრნენ და საწყობიდან სხვადასხვა ტიპის იარაღი გააქვთ.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.
მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა.
პრეზიდენტმა დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გათიშულია ინტერნეტი.


