Accentnews.ge
ნურსულთან ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს

ნურსულთან ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს

05/01/2022 13:31:45 მსოფლიო

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ ტოყაევის თქმით, საბჭოს თავმჯდომარე თავად იქნება.

ნაზარბაევი 30-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ 2019 წელს გადადგა. მან ქვეყანაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა - უშიშროების საბჭო მდივნის პოსტი დაიკავა. გარდა ამისა, ის კვლავ არის თავისი პარტიის "ნურ ოტანის" თავმჯდომარე და "ერის მამის" წოდებასაც ატარებს.

ხალხისადმი მიმართვის დროს ტოყაევმა განაცხადა, რომ შეტაკებების დროს სამართალდამცავები დაიღუპნენ, რის გამოც დამრღვევთან წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებენ:

"იქცევს ხულიგნური ელემენტების ორგანიზებულობის მაღალი დონე. ეს ადასტურებს საგულდაგულოდ გაწერილ გეგმას, რომელიც ფინანსურად არის მოტივირებული".

მისი თქმით, დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს და სიტუაციის დარეგულირებისთვის ახალი წინადადებებით მომავალშიც გამოვა.

ყაზახეთში, მასობრივი პროტესტი გრძელდება. ქალაქ ალმათიში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. შენობას ცეცხლი უკიდია.

პრეზიდენტმა დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გათიშულია ინტერნეტი.

მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა.

პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S