Accentnews.ge
ყაზახეთში მიმდინარე უპრეცედენტო საპროტესტო გამოსვლების ფონზე, კრემლი დიალოგის მოწოდებით გამოდის

ყაზახეთში მიმდინარე უპრეცედენტო საპროტესტო გამოსვლების ფონზე, კრემლი დიალოგის მოწოდებით გამოდის

05/01/2022 13:01:02 მსოფლიო

ყაზახეთში მიმდინარე უპრეცედენტო საპროტესტო გამოსვლების ფონზე, კრემლი დიალოგის მოწოდებით გამოდის.

„ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას მოძმე მეზობელ ქვეყანაში.მხარს ვუჭერთ ყველა პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში და დიალოგის სახით, არა ქუჩის ამბოხებისა და კანონის დარღვევით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა,ყაზახეთს თავად შეუძლია საკუთარი პრობლემების გადაჭრა და მნიშვნელოვანია, რომ არავინ ჩაერიოს გარედან.

ყაზახეთი რუსეთის საკვანძო მნიშვნელობის ეკონომიკური პარტნიორია. მისი ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა.

წუხელ გადადგა ყაზახეთის მთავრობა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მიიღო კაბინეტის გადადგომა.

ოთხშაბათს დილით დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში.

ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

პრეზიდენტმა ტოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში, ალმათიში, ასევე მანგისტაუსა და ალმათის ოლქებში 19 იანვრამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 23:00-დან 07:00-მდე მოქმედებს.

გამოსვლები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაზარბაევის მიერ შექმნილ რეჟიმს. თავად ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა და თავის ერთგულ ტოყაევს შეუწყო ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S