Accentnews.ge
ჩეხეთის მოქალაქეს უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისთვის 21 წელი მიუსაჯეს

ჩეხეთის მოქალაქეს უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისთვის 21 წელი მიუსაჯეს

05/01/2022 11:55:33 მსოფლიო

პრაღის საქალაქო სასამართლომ 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჩეხეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში, დონბასში, სეპარატისტების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

სასამართლოს ბრალდებული არ ესწრებოდა, განაჩენი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი.

სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის განმარტებით, მრავალწლიანი სასჯელი იმ გარემოებამაც განაპირობა, რომ ბრალდებული წარსულში ჩეხეთის არმიის ოფიცერი იყო და ბოროტად გამოიყენა სამეთაურო გამოცდილება, ბრძოლებში ბევრად უფრო აქტიურად ჩაერთო, ვიდრე ამგვარი ქმედების გამო ბრალდებული სხვა პირები.

გამოძიების ვერსიით, 49 წლის მარტინ სუკუპი უკრაინაში, ბრძოლებში, სეპარატისტების მხარეს ჩაერთო უკვე 2014 წელს და სატანკო ბატალიონის მეთაურობას მიაღწია, მონაწილეობდა ბრძოლებში, რომელთა დროსაც, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

პროკურორის თქმით, სუკუპი 2018 წლის მაისამდე იყო ჩართული ბრძოლებში.

ჩეხეთის სასამართლოს წინაშე არაერთი პირი წარდგა, უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლებში მონაწილეობის გამო და მათ სხვადასხვა სიმკაცრის განაჩენი გამოუტანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S