საფრანგეთის პარლამენტმა Covid-ის ახალ კანონზე დებატები შეაჩერა, კანონმდებლების ნაწილი მაკრონისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვენ
05/01/2022 10:37:01 მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა Covid-ის ახალ კანონზე დებატები შეაჩერა. მიზეზად ქვეყნის პრეზიდენტის ემანულე მაკრონის განცხადება სახელდება, რომლის თანახმად, იგი არავაქცინირებულებს "ცხოვრების გართულებით" დაემუქრა.
"პრეზიდენტი ასე არ უნდა მეტყველებდეს. მე მხარს ვუჭერ "მწვანე პასპორტს", თუმცა არ მე არ შემიძლია მხარი დავუჭირო ტექსტს, რომლის მიზანია თანამოქალაქეებისთვის "ცხოვრების გართულება". ჩვენ არ შეგვიძლია, გავაგრძელოთ დებატები პრეზიდენტისგან მკაფიო პასუხის მოსმენის გარეშე", – განაცხადა ოპოზიციის წევრმა დეპუტატმა კრისტიან ჯეიკობმა.
მაკრონი "ცხოვრების გართულებით" დაემუქრა იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.
"რაც შეეხება არავაქცინირებულებს, ძალიან მინდა, მათ გაურთულდეთ ცხოვრება და ამის გაკეთებას გავაგრძლებეთ ბოლომდე. ეს არის სტრატეგია. დემოკრატიაში ყველაზე ცუდი მტერი ტყუილი და უგნურებაა. ჩვენ შეძლებისდაგვარად მოვახდენთ ზეწოლას არავაქცინირებულებზე, შევზრუდავთ მათ ხელმისაწვდომობას სოციალურ ცხოვრებაში. მე არ გავგზავნი არავაქცინირებულ ადამიანებს ციხეში. თუმცა მათ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან რესტორანში, თეატრში, კინოში წასვლას, ასევე კაფეში ყავის მირთმევას ვეღარ შეძლებენ", – განაცხადა მაკრონმა გაზეთ "Le Parisien"–თან ინტერვიუში.
დასავლური მედიის ცნობით, ენა, რომელიც მაკრონმა არავაქცინირებულებზე საუბრისას გამოიყენა, საფრანგეთში ჟარგონად ითვლება და აღნიშნულს ოპოზიციური პოლიტიკოსების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ფრანგი პოლიტიკოსების ნაწილმა მაკრონის საქციელს "უღირსი" უწოდა.
ცნობისთვის: საფრანგეთში "ომიკრონის" გავრცელების გამო კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. სადღეისოდ ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. მწვანე პასპორტი, რომელიც სრულად ვაქცინირებულებისა და "პისიარ" ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. თუმცა ამჟამად ქვეყნის პარლამენტში განიხილება კანონი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში "მწვანე პასპორტი" მხოლოდ ვაქცინირებულებზე გავრცელდება.


