
კორონავირუსით კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა
05/01/2022 08:05:36 საზოგადოება
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, 4 თვის ჩვილი კლინიკაში 31 დეკემბერს უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს და მმართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ბავშვი, წუხელ გარდაიცვალა.
ბოლო 1 კვირაში კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილი გარდაიცვალა.