Accentnews.ge
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

05/01/2022 07:00:58 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3436 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 805 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 377 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 696 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 681 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.87% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.84%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა,
  • აჭარა - 360,
  • იმერეთი - 407,
  • ქვემო ქართლი - 190,
  • შიდა ქართლი - 205,
  • გურია - 123,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164,
  • კახეთი -185,
  • მცხეთა-მთიანეთი -67,
  • სამცხე-ჯავახეთი - 51,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 834 საიდანაც:

4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 027, აჭარაში - 510, იმერეთში - 751.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 115 პირი, მათ შორის, თბილისში - 544, აჭარაში - 120, იმერეთში - 283. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 33, იმერეთში - 28.

921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 607 - თბილისში, 204 - აჭარაში.

19 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 832 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S