
ქუჩები, რომლებსაც 5 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება
04/01/2022 19:48:50 საზოგადოება
5 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. მიზეზად სხვადასხვა სამუშაოები სახელდება.
იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.